,,48 საათში 300 ათასი რეზერვისტის მობილიზებას რომ მოახდენ, ყველას საბრძოლო დავალებას რომ მისცემ და პოზიციაზე განათავსებ მაშინ ხარ ქვეყანა და სახელმწიფო!
აბა, ჩვენ დაგვიღია პირი და ჩვენი თავდაცის სამინისტრო 5 წელია, ჯარს წესიერი ბათინკები რომ უყიდა, იმას გვაყვედრის.
სრულიად მოშლილი სამოქალაქო თავდაცვა, არანარი რეზერვი, არანაირი ახალი შეიარაღება არმიისთვის. ვართ ასე არხეინად და იმიტომაც გვიტყაპუნებს თავში ყველა, ვისაც არ ეზარება.
მხნეობა და გამარჯვება ამ საშინელი გამსაცდელის დროს ისრაელს და ებრაელ ერს!” _ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.