ოზურგეთელი ქალბატონი, რომელმაც ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში 1959 წელს დაიწყო მუშაობა და თავისი მართლაც და მოღვაწეობით, 60 წლის მანძილზე სკოლის სინდისს წარმოადგენდა, იუბილარია.
ქალბატონ ინდიანას 80 წელი შეუსრულდა.
„ყველასგან გამორჩეული იმით იყო, რომ ყველაზე ბოლოს იტყოდა თავის სათქმელს, ყველას დაუთმობდა გზას თუ სიტყვას… თავის საქმეს კი არავის, როცა უსაზღვრო სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აკეთებ, უბრალო საქმემაც კი, შეიძლება, უდიდეს ადამიანებად გამოგვაჩინოს”, _ ამბობს სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე. დღეს ამაგდარი ქალბატონი პენსიაზეა გასული. შინ არის და მაინც მუდამ სკოლა ახსოვს. რაც მთავარია, თავს მხნედ გრძნობს.
60 წლის მანძილზე, სკოლის საქმეთა მმართველი, ისე ავსებდა ათეულობით სკოლის დამთავრების ატესტატს კალმითა და შავი ტუშით, ერთხელაც არ ახსოვს წერტილიც კი დაესვას ზედმეტად, შეცდომა გაპარვოდეს!
უსაზღვრო პასუხისმგებლობისა და ადამიანური მიდგომის დიდოსტატმა, ამიტომაც მოიპოვა თაობების დიდი სიყვარული.
ჩვენ კარგად გვახსოვს, როცა სკოლაში გაზეთს მივიტანდით, სასწრაფოდ გამოგვართმევდა და გვეტყოდა: „ მე უნდა გადავცე დირექტორსო“. აქაც პასუხისმგებლად თვლიდა თავს.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ქალბატონ ინდიანას იუბილეს! ჯანმრთელობას, მხნეობას და ბედნიერებას ვუსურვებთ!
[sexy_author_bio]