ინდოეთში, რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვები, იტყობინება ადგილობრივი მედია.
გაზეთ Hindustan Times-ის ცნობით, სიტუაცია თავდაპირველად გაურკვეველი იყო და ვრცელდებოდა ცნობები მრავალი დაღუპულის შესახებ.
მილიონობით ადამიანი შეიკრიბა მაჰა კუმბის ფესტივალზე განგის ნაპირზე პრაიაგრაჯში, უტარ პრადეში.
ინციდენტი გამთენიისას მოხდა მდინარეების განგისა და იამუნას შესართავთან.
ინდურმა მაუწყებელმა NDTV-მ იტყობინება, რომ უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი ბარიკადები ჩამოინგრა ხალხმრავლობის ფონზე, რამაც პანიკა გამოიწვია, რადგან ვიზიტორები მიწაზე დაეცნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქაოსის შედეგად 30-მდე ქალი დაშავდა.