Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთი და ჩინეთი დე ფაქტო საზღვარზე მომხდარ სასტიკ შეტაკების შემდეგ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ინდოეთში აცხადებენ, რომ ჩინეთი დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ ნაგებობებს დგამს და მიუხედავად მოწოდებისა, სამუშაოებს არ წყვეტს.
„ინდოეთი არ დაუშვებს სადავო საზღვარზე ცალმხრივ ცვლილებებს“,_ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ინდოეთის ჯარი დაადანაშაულა მიზანმიმართულ პროვოკაციაში.
მინისტრის თქმით, ინდოელები აპრილიდან მოყოლებული აშენებდნენ გზებს, ხიდებს და სხვა ობიექტებს სადავო რეგიონში.
ინდოეთის ჯარმა “გადალახა ფაქტობრივი კონტროლის ხაზი” და თავს დაესხნენ ჩინელ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც იქ იყვნენ მოლაპარაკებისთვის.
ჩინეთს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია მომხდარის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ, ხოლო ინდოეთის მონაცემებით, ორშაბთს მომხდარ შეტაკებას ქვეყნის 20 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.