ინდოეთში პატარძალი ქორწილის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ცერემონია არ გადაედო და სასიძოს გარდაცვლილის უმცროსი და გაჰყვა ცოლად. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
,,ეტვაჰის შტატში, უტარ-პრადეშში, საქორწნო ცერემონიალზე, როდესაც სიძემ, მანჯეშ კუმარმა გირლანდები გაცვალა, როგორც ინდუისტური საქორწილო ტრადიციის ნაწილი, პატარძალი, რომელსაც სურბჰი ერქვა, ცერემონიის დროს გულის შეტევა დაემართა. ადგილზე გამოიძახეს ადგილობრივი სოფლის ექიმი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო. თუმცა ქორწილის ჩაშლის ნაცვლად, ორივე ოჯახმა ცერემონიის გაგრძელება გადაწყვიტა და პატარძალი მისი უმცროსი დით, ნიშათი ჩაანაცვლეს.“ – წერს გამოცემა.
როგორც Daily Mail წერს, სურბჰის ცხედარი მის საძინებელში დაასვენეს, ნიშა კი ქორწილისთვის მოამზადეს. სურბჰის ბიძამ განაცხადა, რომ ოჯახისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო: „„რთული დასაჯერებელი იყო, რომ ერთ ოთახში ცხედარი ესვენა, მეორეში კი პატარძალი ქორწილისთვის ემზადებოდა. არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით.
ასეთი შერეული ემოციები არასოდეს განგვიცდია. სევდა გარდაცვალების გამო და ბედნიერება ქორწილის გამო“, – განაცხადა მან.
როგორც გამოცემა წერს, ოჯახების გადაწყვეტილებაზე შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ცერემონიის ჩაშლის შემთხვევაში, პატარძლის ოჯახს მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოუწევდა, სიძის ოჯახს კი, სავარაუდოდ, ქორწილიდან ცოლის გარეშე დაბრუნების სტიგმისგან თავის არიდება უნდოდა.