ინდოეთში მატარებელმა 16 მიგრანტი მუშა მოკლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტებს, რომლებიც მატარებელმა იმსხვერპლა რელსებზე ეძინათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც რკინიგზის სამინისტროში განაცხადეს, მემანქანემ მატარებლის გაჩერება სცად, როდესაც რელსებზე მწოლი მუშები დაინახა.