ინდოეთში, გუჯარათში, მიგრანტ მუშებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც Reuters იუწყება, მუშებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც ინსპექტორი ბრაჰმბჰატი ამბობს, შეკრებილი მუშები ხელისუფლებას სთხოვდა მათ სამშობლოში დასაბრუნებად ზომები მიეღოთ, პოლიციამ მათ მოუწოდა დაშლილიყვნენ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კრძალავს მასობრივ შეკრებას, მოწოდებამ მიგრანტები გააღიზიანა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.