ინდოეთში პოლიციელები, ქუჩაში ახალი ეკიპირებით, კორონავირუსი ფორმებით გამოჩნდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ,,GLOBALNEWS” ავრცელებს.
პოლიციელები, კორონავირუსის ფორმებით მოსახლეობას ახსენებენ, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.
COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ინდოეთში „აბსოლუტური კარანტინია“ გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით ინდოეთში კორონავირუსის 4 911 შემთხვევაა დადასტურებული. COVID19-მა უკვე იმსხვერპლა 137 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.