ინდოეთში პოლიციელი ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად კორონავირუსის გამოსახულებიანი ჩაფხუტით გავიდა. ამის შესახე CNN წერს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიციელი რაჯეშ ბაბი მოქალაქეებს კორონავირუსის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
პოლიციელი ამ ჩაფხუტით ძირითადად მანქანის და მოტოციკლის მძღოლებს აჩერებს, რომლებიც დამცავი ნიღბით გადაადგილდებიან.
იდეა ადგილობრივ მხატვარს გოთამს ეკუთვნის. როგორც ის ამბობს, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შენიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის პრობლემას ზედაპირულად აღიქვამდა, სერიოზულად არ უდგებოდენ უჩინარ მტერს.
„ხალხი საკმარისად ჰიგიენური არ არის. ჩვენ გვაქვს ბრძანება, რომ გარეთ არ გამოვიდეთ, მაგრამ, ვხედავთ, რომ ხალხი აქეთ-იქით დადის, სათანადო უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, ნიღბების გარეშე.
ხალხი უხილავ მტერს სერიოზულად არ აღიქვამს, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა კორონავირუსის ჩაფხუტი, რომ ხალხს რეალურად შესძლებოდა დაენახა ვირუსი, რომელიც მათკენ მოდის, ამით კი ხალხი შეშინდება,” – აცხადებს მხატვარი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საყოველთაო კარანტინი ინდოეთში 24 მარტს გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.