ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ TiKTOK აკრძალა, ასევე 59-მდე ჩინური აპლიკაცია დაბლოკა. ამის შესახებ techcrunch წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აკრძალულთა სიაში მოხვდა ვიდეო ზარების პროგრამა XIAOMI, ALIBABA GROUP, UC BROWSER და UC NEWS.
როგორც techcrunch-ი წერს, აღნიშნული კომპანიებისთვის, ინდოეთი უმსხვილესი ბაზარი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთმა, მსოფლიოში სიდიდით მეორე ინტერნეტ-ბაზრის მქონე ქვეყანამ, რომლის 1.3-მილიარდიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ინტერნეტის მომხმარებელია, ამდენი უცხოური აპლიკაცია აკრძალა.
ოფიციალური დელის განცხადებით, არსებული ზოგიერთი მობილური აპლიკაცია ბოროტად იყენებს მომხმარებლების ინფორმაციას და მონაცემებს.
„ANDROID-ისა და ISO-ის პლატფორმებზე არსებული ზოგიერთი მობილური აპლიკაცია ბოროტად იყენებს ინფორმაციას და მომხმარებლების მონაცემებს, უნებართვოდ აგროვებს სერვერებზე, რომელიც ინდოეთის საზღვრებს გარეთ მდებარეობს. ამ მონაცემების მოპოვება ინდოეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – აცხადებენ ინდოეთის ოფიციალური პირები.
აკრძალული აპლიკაციების სრული სია: