ინდონეზიაში, ქალაქ პალუში მიწისძვრისა და ცუნამის გამო დანგრეული ეკლესიის ნანგრევებიდან 34 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ Independent-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ბავშები რელიგიურ საგანმანათლებლო ბანაკს სტუმრობდნენ. ცუნამისა და მიწისძვრისას მათ ეკლესიას შეაფარეს თავი, თუმცა შენობა დაინგრა და ისინი ქვეშ მოიყოლა.
ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. საცხოვრებელი 17 000-მდე ადამიანმა დატოვა, ორი მილიონ 400 000 მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. ა
ინდონეზიის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ევროკავშირმა ინდონეზიას უკვე გამოუყო 1,5 მილიონი ევრო, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და კარვებისთვის დაიხარჯება. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა აშშ-მაც.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.