კორონავირუსით ინფიცირების ზრდის ფონზე ინგლისი ახალი შეზღუდვების წინაშე დგება.
ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები ერთი თვით დაწესდება და ძალაში 2 დეკემბრამდე იქნება.
ჯონსონის თქმით, მკაცრი მოქმედების გარეშე, კორონავირუსის აფეთქება საავადმყოფოებს რამდენიმე კვირაში გადატვირთავს.
ახალი შეზღუდვების მიხედვით, არა აუცილებელი მაღაზიები დაიხურება, რესტორნები და ბარები მხოლოდ მიტანის სერვისზე იმუშავებენ, ხალხს კი სახლიდან გასვლა მხოლოდ რამდენიმე მიზეზის დასახელების შემთხვევაში შეეძლება, ვარჯიშის ჩათვლით.
ინგლისში წყდება ყველა სახის საქმიანობა. მუშაობას წყვეტენ სილამაზის სალონები.
გავრცელებული ინფორმაციით, განსხვავებით წინა 3 თვიანი ჩაკეტვისგან, ამჟამად სკოლები, უნივერსიტეტები, სამშენებლო ობიექტები და საწარმოო ბიზნესი ღია დარჩება.