ლანჩხუთმა ინგლისურ სპორტინგს უკვე მესამედ უმასპინძლა. სპორტინგი მუნიციალიტეტის მერიისა და საქართველოს სპორტინგ ფედერაციის უშუალო მხარდაჭერით გახორციელდა და მასში მონაწილეობდნენ, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში, ჯამში, 53 სპორტსმენი მონაწილეობდა.
მათივე განმარტებით, ,,ა” კატეგორიაში გამარჯვება დავით ჭინჭარაულმა, ბესარიონ კაპანაძემ და არჩილ აროშიძემ მოიპოვეს.
,,ბ” კატეგორიაში მიხეილ ნიკოლაიშვილმა, ალექსანდრე მამაფორიამ, გიორგი ისაკაძემ გაიმარჯვეს.
,,ც” კატეგორიის გამარჯვებული გიგა დიდბარიძე გახდა, მეორეზე ადგილზე _ ზურა ჩოგოვაძე, ხოლო მესამეზე _ პაატა რაზმაძე გავიდა.
ღონისძიების დასასრულს კი, გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები ლანჩხუთის მერის მოადგილეებმა _ ეკატერინე გუჯაბიძემ და თორნიკე ტიკაძემ გადასცეს.
ავტორი