ინგოროყვას ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა.
ინფორმაციისთვის, ადგილზე საპოლიციო ძალები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს პარლამენტის შენობისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის მოქალაქეებმა დატოვეს თავისუფლების მოედანი და პარლამენტისკენ მიემართებიან.
ფოტო: არქივი































































