გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მერი კიდევ ერთი მოადგილის პოსტს აამუშავებდა, რომელიც ჯერ კიდევ ქაღალდზე არსებობს. ბოლო დროს მუსირებდა მოსაზრება, რომ ამ პოსტზე ალექსანდრე სარიშვილი ბაღების გაერთიანების ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ნატა კობალავას დანიშვნას აპირებდა.
თუმცა, როგორც ამბობენ, ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა და ახლა მოადგილის სავარძლის დასაკავებლად ფავორიტად ვინმე გიორგი ლანჩავა მიიჩნევა, რომელსაც მხარის გუბერნატორთან ახლო ნათესაური კავშირები აქვს. ლანჩხუთის მერი კი „გურია ნიუსთან“ საუბარში ამ ეტაპზე მეორე მოადგილის ადგილზე ვინმეს დანიშვნას გამორიცხავს და გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.