„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ალექსანდრე სურგულაძის თანაშემწედ ირინა ინარიძე ინიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას უარყო სურგულაძემ:
_ ორი-სამი დღე აქეთ არ ვიყავი. არაფერი ვიცი, ჩემ თანაშემწედ? გამორიცხულია, _ გვითხრა სურგულაძემ.
ის, რაც სურგულაძემ გამორიცხა, არ გამორიცხა თავვად ინარიძემ და დაგვდასტურა, რომ ამ თემაზე საუბრი მიდის:
_არის საუბარი, თუმცა, ჯერ ვერ დაგიდასტურებთ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ინარიძემ.
განსხვავებული პასუხი მივიღეთ ოზურგეთის მერისგან _ პრესსამსახურის საშუალებით მოწოდებულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე შარაშენიძე ინარიძის დანიშვნას არ გეგმავს:
“მერი ახლა მოქალაქეებს ხვდება, მიღება აქვს. ვკითხე და თქვა, რომ არავინ არსად დაუნიშნავს”, _ გვითხრა ეკა მგელაძემ და თავის კომენტარში აღნიშნა, რომ ინარიძის მერიაში დანიშვნა გამორიცხული არ არის:
“ვიცე-მერს ჰყავს მრჩეველი და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კიდევ დაინიშნოს. ჩემი ვარაუდით, შესაძლოა, ინარიძე უფრო დაბალ თანამდებობაზე დაინიშნოს”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მგელაძემ.
ირინა ინარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც გურიის გუბერნიაში, ისე ოზურგეთის გამგეობაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. იყო ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორიც.
2011-2012 წლებში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესპურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
მის სახელს უკავშირდება პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.
ამავე თემაზე: ერთი სხდომის ორი ოქმი _ ასე ყალბდება დოკუმენტები