“ლეონარდო და ვინჩი”-ის მესამე ადგილზე გასული პროექტი “უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა” (ავტორი ნატა სულაქველიძე ქუთაისის № 22 საჯარო სკოლიდან და გუნდის წევრი გვანცა მაჩიტიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმიდან / ხელმძღვანელი — ანზორ (ანრი) ყუფარაძე / მენტორი არჩილ გეგუჩაძე.)
ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, გამოგონების ავტორმა ნატა სულაქველიძემ, და მისი გუნდის წევრმა გვანცა მაჩიტიძემ ლეონარდო და ვინჩის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი ,, უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“ წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ. პროექტი უსინათლოებს, და არა მარტო მათ, ეხმარება თავი აარიდონ სხვადასხვა წინაღობას და სხვადასხვა დაბრკოლებები სხვისი დახმარების გარეშე, ინოვაციური გამოგონების მეშვეობით გადალახონ. გოგონებმა მესამე ადგილი და ფულადი პრემიაც მოიგეს.
„ამ კონკურსმა ბევრი რამ შემძინა. ძალიან დიდი სიხარულია, როცა მონაწილეობას მიიღებ ისეთი პროექტის შექმნაში, რომელიც სხვას უადვილებს ცხოვრებას. გარდა ამისა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგ არჩილ გეგუჩაძეს და პროექტის ავტორს ნატა სულაქველიძეს“, – ამბობს ნიჭიერი მოსწავლე გვანცა მაჩიტიძე.
გვანცა გასულ წელს STEM ფესტივალზეც მონაწილეობდა, სადაც მას მისი პროექტის მენტორი არჩილ გაგუჩაძე ეხმარებოდა. გამოგონებამ “სამაშველო ზურგსაკიდი სტიქიითდაზარალებულთა გადასაყვანად” დიდი დაინტერესება გამოიწვია.
გარდა მეცნიერებისა, გვანცა ხელოვნებითაცაა დაინტერესებული. იგი ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის სკოლის ბენდში მღერის. ბენდმა „ინსპირაციამ“ უკვე სხვადასხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა და გვანცაც ბენდის ერთ-ერთი წარმატებული ვოკალისტია.
გოგონა პარარელელურად ,, საჯარო გამოსვლები და დებატების“ აქტიური მონაწილეცაა და ცდილობს დრო სწავლასთან ერთად სხვადასხვა პროეტებსაც დაუთმოს.
ამ ეტაპზე ახალგაზრდა გამომგონებელს რამოდენიმე გამოგონებისა და პროექტის იდეა აქვს და მენტორებთან ერთად მომავალი კონკურსებისთვის ემზადება.