ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ოზურგეთში სულ ინფიცირების 2240 შემთხვევაა რეგისტრირებული, გამოჯანმრთელებულია 1621 ადამიანი, გარდაცვლილია 23.