ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 4 მძიმე პაციენტია.
„აქედან ორთან მძიმე პნევმონიაა. თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. 70 წელს გადაცილებულ კაცს აქვს შაქრიანი დიაბეტი. მეორესთან პრობლემა ასაკია. პაციენტები ჩვენთან გუშინ დღის მეორე ნახევარში მოათავსეს. მათ უტარდებათ კვლევები,“ – აღნიშნა ეზუგბაიამ.