საქართველოში კორონავისით ინფიცირების 19 ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან, 17 ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიზა ეზუგბაიას განცხადებით, 17 პაციენტიდან 3 ინფექციურ საავადმყოფოშია შეყვანილი და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
„ჩვენთან შემოსულია 3 პაციენტი ბოლნისიდან, ერთი ოჯახის 3 წევრია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის საშუალოზე მძიმე. გაფართოებული კვლევების შემდეგ განვიხილავთ არის პნევმონია რომელიმესთან თუ არა და ამ პნევმონიის სიმძიმით შეფასდება პაციენტის მდგომარეობა“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.