ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3-ის მდომარეობა პრობლემურია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკის მქონე პაციენტის ასაკი 80 წელზე მეტია და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით. ჩვენ შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომაც ვლაპარაკობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ პაციენტისა კიდე 2 პრობლემატური პაციენტი გვყავს. მათთანაც ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება, ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება. მესამე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ტომოგრაფიულად გაუარესებული იყო მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება“,_ ამბობს ეზუგბაია.