სტაფილო სხვა ბოსტნეულისგან გამოირჩევა კალიუმის მარილების დიდი შემცველობით, რაც აუცილებელია გულის, სისხლძარღვების და თირკმელების დაავადებების დროს.
თუ სტაფილოს ხშირად მიირთმევთ, პირის ღრუში მიკრობების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.
სურდოს დროს დღეში ხუთჯერ ჩაიწვეთეთ ცხვირში სტაფილოს წვენი და მალე გამოჯანმრთელდებით.
ანგინის დროს ყელში გამოსავლებად სტაფილოს წვენს შეურიეთ ცხელ წყალში წინასწარ გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყელის ტკივილის დროს ეს უებარი საშუალებაა.
ღრძილების ანთების და სტომატიტების დროს კარგია სტაფილოს წვენის გამოვლება პირის ღრუში.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს კი კარგია, თუ პირველივე დღიდან დალევთ 100 მილილიტრ სტაფილოს წვენს, დღეში ორჯერ.
ზედმეტი ცხიმიანობის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია სტაფილოს ჭამა კომბოსტოსტან ერთად, რადგან ორივე დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.
ჰიპერტონიის დროს 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენს, 1 ჭიქა პირშუშხას წვენს და 1 ჭიქა თაფლს შეურიეთ 1 ჭიქა ლიმნის წვენი, კარგათ ამოურიეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. დალიეთ 2 სადილის კოვზი დღეში ორჯერ, კერძოდ 1 კოვზი ჭამამდე ერთი საათის შემდეგ, მეორე კოვზი კი ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.