მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, შესაძლოა, ზაფხულში მარიუპოლში ინფექციური დაავადებები გავრცელდეს. ამის შესახებ ბოიჩენკომ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
მერის თქმით, მარიუპოლში რუსების ქმედებების გამო 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, რასაც სპონტანური დაკრძალვა მოჰყვა. 100 000-ზე მეტი მცხოვრები რჩება „ტყვეობაში“ და ოკუპანტები მათ ქალაქიდან არ უშვებენ.
“ამას ემატება უფუნქციო კანალიზაცია, ნაგვის შეგროვება და ამინდის გაუარესება, რადგან ზაფხულის ზღვარზე ვართ, ანუ ტემპერატურა მოიმატებს. ამიტომ, ჩვენი ექიმები აფიქსირებენ საშიშროებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ზაფხულს – ინფექციური დაავადებების გავრცელება – დიზენტერია, ჭირი და სხვა. ამ დაავადებებს შეუძლია მარიუპოლის ათასობით მკვიდრის მოკვლა”,– თქვა მარიოპულის მერმა.
რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც გასულ კვირას ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.
ავტორი