ოზურგეთში კოვიდინფიცირების 215 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 14363 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 13183 პაციენტი, გარდაცვლილია 92.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1088 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან მკურნალობის კურსს სტაციონარში 109, საკარანტინე სივრცეში 178, ბინაზე კი 801 იტარებს.
კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო იზოლაციაშია 411 ადამიანი.