ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების შემთხვევებიდან ორი დაბაში, ერთი შუა ფარცხმაში, ერთი კი ჯვარცხმაში დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის ბავშვია.
კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა სხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებსაც, რომელმაც ტესტი ჩოხატაურში გაიკეთა.