ოზურგეთში კოვიდინფიცირების 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 14598 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 13475 პაციენტი, გარდაცვლილია 92.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 1031 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 102, საკარანტინე სივრცეში 182, ბინაზე კი 747 მკურნალობს.
იზოლაციაში იმყოფება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 399 პირი.