ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 2427 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2274 ადამიანი, გარდაცვლილია 39, აქტიურია ინფიცირების 114 შემთხვევა.