ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 12 ხალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში ინფიცირების 2491 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 2286 ადამიანი, გარდაცვლილია 39. ამ დროისთვის აქტიურია 166 შემთხვევა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, 166 კოვიდპაციენტიდან კლინიკაში 27 მკურნალობს. საყურადღებო მათგან 1 პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
[sexy_author_bio]