ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთში აქტიურია ინფიცირების 363 შემთხვევა. სულ კი დადასტურებულია 2826, მათგან გამოჯანმრთელებულია 2421 ადამიანი, გარდაცვლილია 42.
[sexy_author_bio]