საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციით, გასულ 24 საათში 4119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.