ბახმაროში კოვიდინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“ბახმაროში მიმდინარეობს კოვიდტესტირებები. ვისაც სურვილი აქვს იტესტება. დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე დატოვეს ბახმარო”,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ცნობისთვის, ჩოხატაურში გუშინ კოვიდინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
[sexy_author_bio]