გურიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 121 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სულ კი საქართველში გასულ24 საათში კოვიდინფიცირების 4247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 3053 ადამიანი, გარდაიცვალა 74.