ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 3348 შემთხვევაა სულ დაფიქსირებული. ინფიცირებული პაციენტებიდან 2968 გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 332 შემთხვევა, საიდანაც 35 ადამიანი სტაციონარში, 4 საკარანტინე სივრცეში, 293 კი ბინაზე მკურნალობს.
[sexy_author_bio]