ოზურგეთში ეპიდვითარების კუთხით მდგომარეობა სტაბილურია,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ განუცხადა.
„ინფიცირების შემთხვევები კლებადია. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სტაბილურია“,_ გვითხრა ქუტიძემ.