ოზურგეთში კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში 991 კოვიდინფიცირების აქტიური შემთხვევაა, საიდანაც სტაციონარში 201 პაციენტია მოთავსებული, საკარანტინე სივრცეში 291, ბინაზე კი 499 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაში 48 ადამიანი იმყოფება.
[sexy_author_bio]