ჩოხატაურში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 17 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ოჯახური შემთხვევებია.
„ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა ძირითადად კოხნარსა და საჭამიასერში გამოვლინდა. ასევე იანეულში, გუთურში, შუა ამაღლებასა და ჯვარცხმაში დაფიქსირდა“,_ გვითხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
[sexy_author_bio]