ოზურგეთში კოვიდინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8062 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7234 პაციენტი, გარდაცვლილია 78.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 750 შემთხვევა.
750 პაციენტიდან სტაციონარში 142, საკარანტინე სივრცეში 212, ბინაზე კი 396 მკურნალობს.
[sexy_author_bio]