ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4285 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3647, გარდაცვლილია 57 პაციენტი. აქტიურია ინფიცირების 581 შემთხვევა.