ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4382 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3822, გარდაცვლილია 57. აქტიურია კოვიდინფიცირების 503 შემთხვევა.
[sexy_author_bio]