ოზურგეთში კოვიდინფიცირების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9012 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8040 პაციენტი, გარდაცვლილია 80. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 892 შემთხვევა.
892 კოვიდპაციენტიდან სტაციონარში 137, საკარანტინე სივრცეში 210, ბინაზე კი 545 მკურნალობს.