ოზურგეთში კოვიდინფიცირების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9079 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8085 პაციენტი, გარდაცვლილია 80.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 914 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 138, საკარანტინე სივრცეში 211, ბინაზე კი 565 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.