ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4676 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4112 პაციენტი, გარდაცვლილია 59.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 505 შემთხვევა.