ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4911 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4336 პაციენტი, გარდაცვლილია 65. აქტიურია კოვიდინფიცირების 510 შემთხვევა.