ჩოხატაურში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, ინფიცირების შემთხვევები ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება. ერთი შემთხვევა დაბაში, მეორე კი შუა ფარცხმაშია გამოვლენილი.