ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია კოვიდინფიცირების 311 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან კოვიდკლინიკებში 48 პაციენტი მკურნალობს.