ოზურგეთში კოვიდინფიცირების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10976 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9989 პაციენტი, გარდაცვლილია 84.