ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 28 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4656 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4327 პაციენტი, გარდაცვლილია 73.