ჩოხატაურში ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ იკლო და ეს უკვე ციფრებზეც არის ასახული. გავრცელებულია თითქმის ყველა სოფელში, მაგრამ ამაღლების მხარეს, საჭამიასერში, ერკეთში, გუთურში, დაბაში არის დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა. სასწავლო დაწესებულებები ყველა ფუნქციონირებს, ონლაინზე არცერთი სკოლა მთლიანად გადასული არ არის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კლასს”,_ ამბობს ჯიბუტი და აღნიშნავს, რომ ომიკრონი ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით.
ჩოხატაურში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 7815 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7527, გარდაცვლილია 67.
[sexy_author_bio]