ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 7897 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7013 პაციენტი, გარდაცვლილია 80.