ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11164 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10929 პაციენტი, გარდაცვლილია 83. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 152 შემთხვევა.